ადვოკატ კახა წერეთლის თქმით, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შემთხვევიდან რამდენიმე წამში ადგილზე იყვნენ მაშველები და ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო პუნქტის წარმომადგენლები და ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ.
18 ივლისს, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისის აუზში მცირეწლოვანი დაიხრჩო.
"გუშინვე მოხდა როგორც ჩანაწერების დათვალიერება, ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში და სრული სურათი მიწოდებული იქნება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია.
სამედიცინო პუნქტი არსებობს ტერიტორიაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე, მაშველები დაუყოვნებლივ იყვნენ იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ვალდებულება იმისა, რომ ყოველ აუზთან თითო მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო"- თქვა წერეთელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.