logo
ENG



სასწავლო დაწესებულებების კარი კიდევ 1 თვით იკეტება - შესაძლოა, 2020 აკადემიურ წლად გამოცხადდეს

24 მარ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებების კარი კიდევ ერთი თვით იკეტება და არ არის გამორიცხული, პროცესი 21 აპრილის შემდეგაც გადაიდოს. სპეციალისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ 2020 წელი აკადემიურ წლად გამოცხადდეს. მიზეზი დისტანციური სწავლების ხარვეზებია. ინტერნეტის გამოყენება და პროგრამები, რომელიც განათლების სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელია. 

იმ პირობებში, როდესაც საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, ხელისუფლება გამოსავალს ტელეგაკვეთილებში ეძებს.  მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რადგან მოსწავლეების ნაწილი ინტერნეტით უზრუნველყოფილი არაა, ვიდეო-გაკვეთილები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. 

ექსპერტები თვლიან, რომ ვიდეოგაკვეთილით სასწავლო პროცესის ჩანაცვლება სრულფასოვანი და დიდი შედეგის მომცემი არ იქნება. ისინი საჯარო და კერძო დაწესებულებებს შორის განსხვავებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ის, რომ საჯარო სკოლების ნაწილმა ონლაინ პლატფორმის გამოყენება ვერ შეძლო, მათი აზრით სამომავლო შედეგებზე მნიშვნელოვნად აისახება.

საქართველოში სწავლა 22- დღეა შეჩერებულია. როდის გაიღება კვლავ სკოლის კარი  კვლავ უცნობი რჩება. 


close დახურვა