logo
ENG



საუბარი იქნება ანტიკრიზისულ გეგმაზე და ტყუილებზე, რომელიც გახარიამ იკადრა-კაპანაძე

29 მაი 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

"რატომაა რეგიონში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე დაზიანებული",- ამ და სხვა კითხვებს დღეს საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს დაუსვამს. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ორმა ფრაქციამ, "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა.

ორივე ფრაქცია ჯამში 10 შეკითხვას დასვამს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, სიღარიბეს, ანტიკრიზისულ გეგმას და მოსახლეობისთვის მისაცემ დახმარებებს შეეხება. 

"ვერ გვიპასუხა, რატომ არის ყველაზე მეტად რეგიონში საქართველოს ეკონომიკა რატომაა დაზიანებული. რატომაა საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი პირდაპირი ფულადი დახმარება. რატომ არის, რომ მიუხედავად დაპირებებისა და განცხადებისა, ანტიკრიიზსული პროგრამის არც ერთი ნაწილი, მათ შორის ეკონომიკური, დღემდე დაწყებული არაა. რატომ ხდება, რომ მთავრობა ყოველ პრეზენტაციას სიცრუით ამთავრებს. რეგიონში არაა სახელმწიფო, რომელიც შიმშილის რეიტინგით ჩვენზე უარეს ადგილას იყოს. რატომ არის საქართველო რეგიონში ყველაზე განუვითარებელი ქვეყანა",- აცხადებს რომან გოცირიძე. 

ოპოზიციონერ დეპუტატებს ასევე აინტერესებთ, თუ რატომ დააგვიანა ხელისუფლებამ გეგმის წარდგენა და აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველ გუნდს ამ დრომდე ოპოზიციის არც ერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. 

"ჩვენი იმპლემენტაცია დღეს ეხება ისევ და ისევ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, მაგრამ ჯერ არავის მიუღია. ასევე, ეხება ჩვენს მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არც ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიოს უკან დაბრუნება მოსახლეობისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და არც სოციალური დახმარება იმ ჯგუფებისთვის, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, არ გაუთვალისიწნებია. ამაზე იქნება საუბარი. გარდა ამისა, იმ რამდენიმე ტყუილზე, რაც გახარიამ ორი დღის წინ იკადრა",-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში დღის 14:00 საათზე მივლენ.


close დახურვა