საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება.
როგორც საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აკრძალვა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებლებსაც ეხებათ.
"სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", - განაცხადა ღიბრაძემ.
მისი თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე.
რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - სრულად ნახეთ აქ.