logo
ENG



საფოსტო მარკა, რომელიც რუსული გემის ჩაძირვას ეხება, 5 მილიონ გრივნად გაიყიდა

22 აპრ 202219:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/6olnzrg3duzzwak.png

საქველმოქმედო აუქციონზე ცნობილი საფოსტო მარკა, რომელიც რუსული სამხედრო გემის ჩაძირვას ეხება, 5 მილიონ გრივნად გაიყიდა. ინფორმაციას უკრაინის ფოსტა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაერიცხება. 

რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა შექმნა, რომელზეც ცნობილი მიმართულებით წასული და ახლა უკვე ჩაძირული რუსული სამხედრო გემია გამოსახული. 5 დღეში „რუსულო ხომალდო, იდი ნა ხ*ის“ საფოსტო მარკის დაახლოებით 500 000 ასლი გაიყიდა. საფოსტო მარკის შეზღუდული რაოდენობა, მხოლოდ მილიონი ასლი დაიჭედა, რომელთა მეორე ნახევარი Ebay-ზე იყიდება და თითოს ფასი $1,000-მდე მერყეობს. 

 

 


close დახურვა