logo
ENG



საფრანგეთ-უკრაინის შეთანხმებით, კიევი 100-მდე ფრანგულ ავიაგამანადგურებელს შეიძენს

17 ნოე 202516:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/17/jiqweukinuel22k.png

დღეს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კიევს 100-მდე ფრანგული წარმოების Rafale-ის ტიპის ავიაგამანადგურებლისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საშუალებას მისცემს.

ცნობილია, რომ გარიგება ასევე ეხება ახალი თაობის SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარების სისტემებსა და დრონებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით დოკუმენტში გაწერილი პირობების განხორციელება, დაახლოებით, 10 წლის ვადით იგეგმება.

"მადლიერი ვარ საფრანგეთის, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მთელი ფრანგი ხალხის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.


close დახურვა