logo
ENG



საფრანგეთი და გერმანია თურქეთს შეზღუდვებს უწესებენ

13 ოქტ 201915:57
3 წუთის საკითხავი
 
7fnriaho5v5sj8b.jpg

ოფიციალური ბერლინისა და პარიზის გადაწყვეტილებით, ისინი თურქეთს საბრძოლო შეიარაღებას აღარ მიაწვდიან. როგორც ევროპაში აცხადებენ, თურქეთსა და ქურთ ხალხს შორის მიმდინარე კონფლიქტი საფრთხეს კონტინენტურ მშვიდობას უქმნის.

გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანიამ ეს შეზღუდვა თურქეთს 2016 წელს დაუწესა, თუმცა ძალაში აქამდე არ შესულა. 

სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა თურქეთს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრეს-სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი , თურქეთი დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ნატოს მოკავშირეა. სატელეფონო საუბრისას ბორის ჯონსონმა მოუწოდა რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, შეაჩეროს ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში, რადგან მიმდინარე კონფლიქტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში.

ოფიციალური ანკარის მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. Deutsche Welle-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მსგავსი სანქციები თურქეთს მხოლოდ აძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. 


close დახურვა