საფრანგეთი ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას და კომენდანტის საათს ხსნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჟან კასტექსმა განუცხადა.
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ხუთშაბათს, 17 ივნისს მოიხსნება. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ჟან კასტექსის თქმით, ის დაგეგმილზე 10 დღით ადრე, კვირას გაუქმდება.
"როგორც მოგეხსენებათ, კომენდანტის საათი 30 ივნისამდე გრძელდებოდა, თუმცა ის გაუქმდება კვირიდან, დაგეგმილზე ათი დღით ადრე", - განაცხადა ჟან კასტექსმა.
საფრანგეთში ზრდასრული მოსახლეობის 58%-ზე მეტი ერთჯერადად უკვე აიცრა. ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის საშუალოდ 3900 შემთხვევა ფიქსირდება.