logo
ENG



საფრანგეთის კულტურის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

10 მარ 202008:10
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის კულტურის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ფრანკ რიე სტერთან დაახლოებულმა წყარომ გაამხილა და განმარტა, რომ 46 წლის მთავრობის წევრი თავს „კარგად გრძნობს".

საფრანგეთის კულტურის მინისტრი გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდა, სადაც მას ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მინისტრი  რამდენიმე დღეა პრეზიდენტ მაკრონს არ შეხვედრია. ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ 19-ს ოთხი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 62 ათასს გადააჭარბა. 


close დახურვა