საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
Le Figaro წერს, რომ ავტომობილი არასანქცირებულ რბოლებში მონაწილეობდა. ინციდენტი საღამოს საათებში, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ავტომობილის მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით უხვევდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ ხალხში შევარდა.
ბორდოს პროკურატურაში ამბობენ, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მოაწყვეს არასანქცირებული რბოლები, ავტომობილის მძღოლი მონაწილე იყო, ხოლო ტროტუარზე მყოფი ხალხი მაყურებლები.
ინციდენტის შემდეგ მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის დააკავეს.