საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორსა და დამხმარე მანქანებს გაუგზავნის.
"მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადაადგილებისთვის ჯარებს ჯავშანტექნიკა სჭირდებათ. საფრანგეთი [უკრაინას] მნიშვნელოვანი რაოდენობის VAB სატრანსპორტო მანქანებს გადასცემს, რომლებიც შეიარაღებულია," - თქვა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა.
ლეკორნუს არ დაუზუსტებია უკრაინას როდის მიეწოდება დამხმარე მანქანები. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ასევე განიხილავს უკრიანისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, Exocet-ის მიწოდების შესაძლებლობას.