საფრანგეთს ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს. ედუარდ ფილიპის გადადგომის შემდეგ ემანუელ მაკრონმა მინისტრთა კაბინეტის ფორმირება ქალაქ პრადის მერს ჟან კასტექსს დაავალა. სწორედ მას ჩააბარა ყოფილმა პრემიერმა საფრანგეთის კარანტინიდან გამოყვანის პროცესი.
ემანუელ მაკრონმა ახალი გუნდის ჩამოყალიბება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მუნიციპალურ არჩევნებში მისმა პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა, პრეზიდენტის კანდიდატმა მხოლოდ ერთ რეგიონში გაიმარჯვა და მოსახლეობის რჩეული მაშინ პრემიერი ფილიპი გახდა. მას დღესაც ემანუელ მაკრონზე მაღალი რეიტინგი აქვს და მოსახლეობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.