logo
ENG



საფრანგეთში პროპალესტინური დემონსტრაციები აკრძალეს

13 ოქტ 202300:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/zh6a6bl021xfg7l.jpg

საფრანგეთში პროპალესტინური დემონსტრაციები აკრძალეს.

ეს ხდება იმის ფონზე, რომ ევროპის ქვეყნებში ანტისემიტიზმისა და ძალადობის ზრდის ეშინიათ. პროპალესტინური დემონსტრაციების აკრძალვით გამოვიდა გერმანიაც. ხუთშაბათს გერმანულმა პოლიციამ ბერლინში პროპალესტინური საპროტესტო აქცია დაშალა.

ებრაელების ყველაზე დიდი 500-ათასიანი თემი საფრანგეთში ცხოვრობს. გარდა ამისა, ქვეყანაში მუსლიმების თემი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში - დაახლოებით 5 მილიონი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარდ დადმანინმა განაცხადა, რომ ებრაული სკოლები და სინაგოგები პოლიციამ უნდა დაიცვას. ერთ-ერთ რადიოს მან განუცხადა, რომ შაბათს 100 ანტისემიტური ქმედება დაფიქსირდა, მათგან უმრავლესობა მოიცავდა გრაფიტის, სვასტიკის გამოსახულებას და სიძულვილის ენის შემცველ წარწერებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები დააკავეს, რომლებიც სკოლებსა და სინაგოგებში ცივი იარაღის შეტანად ცდილობდნენ.

ფრანგული პოლიცია უკვე იცავს პარლამენტის ორი ებრაელი დეპუტატის სახლებს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს იაელ ბრაუნ-პივეტს და დეპუტატ მაიერ ჰაბიბს დამატებითი დაცვა შესთავაზეს.


close დახურვა