დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი განახლდა. საქმე ეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ძიუდოისტი რამდენჯერმე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. მაშინ როდესაც მას სხდომაზე ელოდებოდნენ ის მედიამ ფეხბურთის თამაშის დროს გადაიღო.
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი განახლდა
01 თებ 202211:48
3 წუთის საკითხავი