logo
ENG



საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

29 ნოე 202112:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომას პირველად ესწრება ყოფილი პრეზიდენტი. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საკუთარ პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. პენიტენციური სამსახური მის სხდომათა დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "შესაძლო დესტრუქციას" ასახელებდა. 

 დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ პროცესზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ, დასწრების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური წიწაკის სპრეი გამოიყენა.

დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც დასახმარებლად ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მიმართეს. ერთმა ახალგაზრდა კაცმა გონება დაკარგა, რომელსაც უწევენ დახმარებას, ის კონტაქტურია და საკაცით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

გარდა ამისა, დასპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანსა და პოლიციას შორის.


close დახურვა