logo
ENG



საქართველო ალტერნატიულ მსოფლიოში - დროება

05 ივნ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 

ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას მინისტრმა წულუკიანმა თქვა, რომ სპორტში უთანასწორობა უნდა გასწორდეს, რომ ფედერაციების დაფინანსება უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, ფედერაციებს არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ მათი მთავარი დონორი სახელმწიფოა და ასე შემდეგ. მოკლედ მწერლების, პოეტების, მხატვრების, მსახიობების, რეჟისორების, მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლების პარალელურად წულუკიანმა სპორტის მოთვინიერებაც მოინდომა და არც მეტი არც ნაკლები მკლავჭიდიდან დაიწყო - ალბათ ყველაზე უპატრონო იყო და იმიტომ, მერე რა რომ ფედერაციას მისი ძველი თანაგუნდელი სოსო ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობს. დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის დიდი ხანი გრძელდება. ამ დაპირისპირების მთავარი შედეგი ის არის, რომ დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო - ჩაიშალა. ქართველ სპორტსმენებს კი ახლა რუსეთი ალტერნატიულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოკუპირებულ ყირიმში ეპატიჟება. რატომ დადგა ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა და სპორტსმენები ამ არჩევანის, უფრო სწორედ არჩევანის არარსებობის და სრული კატასტროფის წინაშე.


close დახურვა