მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს ქალაქ ხაენში ეწვია და ანგარიშით 89 - 61 დაამარცხა.
Საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მიღებული მცირე დაზიანების გამო თორნიკე შენგელია და მერაბ ბოქოლიშვილი გამოაკლდნენ. მათ გარეშე დარჩენილმა ქართველებმა ესპანელთა წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს. ქართველთა რიგებში Გამორჩეული გახლდათ გიორგი შერმადინი, „ტენერიფეს" ცენტრის ანგარიშზე 21 ქულა და 9 მოხსნაა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა კიევის სპორტის სასახლეში გაიმართა. უკრაინამ ჩრდ. მაკედონიის ნაკრები მიიღო და დამაჯერებლად, ანგარიშით 78 - 61, გაიმარჯვა.
მომდევნო სანაკრებო პაუზა თებერვალშია. Საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს ჩრდ. მაკედონიას სახლში მიიღებს, 27-ში კი სტუმრად ეწვევა.
შეგახსენებთ, ჯგუფის ბოლოადგილოსანი ასპარეზობას ეთიშება, პირველ სამ ადგილზე გასული ნაკრები კი მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდში გადაინაცვლებს.