logo
ENG



საქართველომ სომხეთს 4 ათასი სამედიცინო პირბადე აჩუქა

29 მაი 202022:37
3 წუთის საკითხავი
 
oquoetvlm2iv1zw.jpg

„საპარტნიორო ფონდმა“ სომხეთს საქართველოში წარმოებული 4 ათასი სამედიცინო პირბადე აჩუქა. აღნიშნულზე ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

ფონდის განცხადებით, პირბადეები მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე სამთავრობო და ბიზნესის წრეებს მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის ნიშნად გაუგზავნა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის.


close დახურვა