logo
ENG



საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიყვანეს

22 თებ 202011:52
3 წუთის საკითხავი
clock 1035

 

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ამ ეტაპზე მათ კორონავირუსის სიმპტომები არ უფიქსირდებათ, თუმცა 2 კვირას კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გაატარებენ. ყველა მათგან ჩაუტარდა თერმოსკრინინგი და გაიარეს ეპიდემიოლოგის კონსულტაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება ინფიცირებულ ადამიანებთან, ამიტომაც გახდა აუცილებელი სპეციალური ღონისძიებების გატარება.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ან მგზავრობის პერიოდში ან ადგილზე ყოფნის პერიოდში, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. არცერთს დღეს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, საავადმყოფოში არიან სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალი, სათანადო ეკიპირება და მედიკამენტები.

„გვაქვს 20 ბოქსი. მათგან 12 არის სრული ბოქსი უსაფრთხოების უმაღლესი დონით, სადაც შეიძლება მოთავსდეს არა მხოლოდ კორონავირუსით ინფექციის პაციენტი, არამედ ნებისმიერი განსაკუთრებით საშიში ინფექციით დაავადებული პაციენტი. ჩვენ გვყავს სათანადოდ ტრენირებული სამედიცინო პერსონალი, სათანადო ეკიპირება, მედიკამენტები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


close დახურვა