ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ყველა პირი, ვინც გუშინდელ პროცესებში მონაწილეობდა, უსაფრთხოდაა.
"გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს", - ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა. შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.