პანდემიის მიუხედავად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს დედაქალაქებში აღინიშნება. ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი.
იაპონიაში, ქ. ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები; ქ. სალონიკში მერიის შენობა განათდება ასევე საქართველოს დროშის ფერებში. 26 მაისის აღშანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - თეთრი ხიდი, საქართველოს დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე საქართველოს გიგანტური დროშა გაიშლება და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო - ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე საქართველოს დროშის ფერები გამოისახება.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა აშშ-ში, მექსიკაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ირლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.