საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა არათუ კლებულობს, არამედ იზრდება, ამავე სტატისტიკით ქვეყნის დატოვების მსურველთა შორის დომინირებს ის ასაკობრივი კატეგორია, რომელთა რეპროდუქციულობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დემოგრაფიულ დინამიკას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ძირითადად ტოვებს ახალგაზრდობა, რომლებმაც შვილები უნდა გააჩინონ. აჩენენ კიდეც, ოღონდ არა საქართველოში. ამის პარალელურად საქართველოში იზრდება უცხო ქვეყნებიდან და ძირითადად რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვი, რომელთა შორისაც თავის მხრივ დომინირებს, ან ოფიციალურ ქორწინებაში, ან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც საკუთარ მომავალს უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს უკავშირებენ. ქართული ოცნება, რომელიც ქართველობის წართმევის პროპაგანდისტული ხაზით მანიპულირებს, პასუხისმგებელია შექმნილ ვითარებაზე, რომლის შედეგადაც, ქართველობის წართმევამდე, ემიგრაციის მაღალი ტალღის და ადგილზე შობადობის შემცირების გათვალისწინებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი ეთნიკური ჯგუფი - ქართველები პირდაპირი გაგებით შეუქცევადად მცირდებიან.
საქართველოს დემოგრაფიული დაღმასვლა - დროება
28 მაი 202320:17
3 წუთის საკითხავი