logo
ENG



საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

03 ნოე 202013:13
3 წუთის საკითხავი
 
98jiuzw075u8wwd.jpg

საქართველოს რამდენიმე ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში -  საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, სწავლა 4-25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

"დიდ ქალაქებში, ისეთი როგორიც, არის თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე, სასწავლო პროცესი გადავა დისტანციურ ფორმატზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი მიმართულება, რაზეც ვიმსჯელეთ ეს არის სწორედ საარჩევნო უბნები, რომელიც განთავსებულია სკოლებში და მეორე, ეს არის დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია, რაც სტატისტიკური მონაცემებით და ეპიდსიტუაციებიდან გამომდინარე, პრევენციას განახორციელებს და ხელს შეუწყობს, არ გავრცელდეს მეტად ეპიდსიტუაცია", - თქვა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, სკოლებში, სადაც არჩევნების უბნები იყო მოწყობილი, წინასაარჩევნოდ 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლა დისტანციურად ჩატარდა. დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაო იყო.

 


close დახურვა