საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
დაგეგმილია პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დენის შმიგალი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
უკრაინის პრემიერის ვიზიტი საქართველოში 4 ივნისს დასრულდება.