logo
ENG



საქართველოს ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა

21 ოქტ 201909:11
3 წუთის საკითხავი
 
itlxlwaykg871ui.jpg

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გორის დილამ ბათუმს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ბურთის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. "ვიტ ჯორჯიასა" და "ბოლნისის" დაპირისპირებაც ფრედ, 0:0 დასრულდა. რაც შეეხება ჩიხურასა და რუსთავის მატჩს, საჩხერელებმა დრამატულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვეს. ეროვნულ ლიგას დასრულებამდე 5 ტურით ადრე 63 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს. თბილსის დინამოს 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე პოზიციას 60 ქულით საბურთალო იკავებს.


close დახურვა