logo
ENG



საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 37.6% სრულადაა ვაქცინირებული

19 დეკ 202113:25
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 37.6% სრულადაა ვაქცინირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 37.6% სრულადაა აცრილი. 

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, ამ დროისთვის, სრულად აცრილია 1 078 455 ადამიანი. სულ მცირე 1 დოზით კი 1 254 991 ადამიანი აიცრა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.7%-ს შეადგენს.

ბუსტერ დოზა კი 46 562 ადამიანს აქვს გაკეთებული. 

18 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 2 380 972 აცრაა ჩატარებული. აცრა ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 081 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 195  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს 13 071 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 


close დახურვა