საქართველოს მთავრობის მიერ Meta-სგან მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადაცემის მოთხოვნის რაოდენობა წინა მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
კერძოდ, ხელისუფლებამ Meta-ს მსგავსი მოთხოვნით 47-ჯერ, ჯამში 149 ანგარიშის თაობაზე მიმართა. კომპანიამ მოთხოვნათა 93.62% დააკმაყოფილა.
რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავრობამ Meta-ს პერსონალური მონაცემების გადაცემის მოთხოვნით 27 ჯერ, ხოლო 2022 წლის ივლისს-დეკემბრის მონაკვეთში 28 ჯერ მიმართა.