logo
ENG



საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით საზღვარგარეთ მყოფი რეისია დანიშნული

08 მაი 202015:01
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 10 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დაბრუნებულია.

მისი თქმით, გარდა ამისა, დაგეგმილია დამატებით 5 რეისი, რომლებიც ლონდონიდან, ამსტერდამიდან, ლარნაკადან, ათენიდან და რომიდან შესრულდება

„მოქალაქეთა დაბრუნება ხორციელდება სამი გზით - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით. ამ დროისთვის განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 ავიარეისი. 9 მაისის ჩათვლით, ხვალ გვექნება ბერლინიდან რეისი და ამის შემდეგ საგანგებო სიტუაციის პირობებში, კიდევ დამატებით ახალი რეისები განისაზღვრა“, - განაცხადა ზალკალიანმა.


close დახურვა