ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური რეისებით ჩამოიყვანენ.
შესრულდება გადადებული ფრენებიც. 26 მარტს დაიგეგმა თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, 31 მარტს: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, 3 აპრილს: თბილისი-ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს: თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს: ლარნაკა-თბილისი. გაუქმებული რეისის მგზავრების დიდი ნაწილი თავშესაფრითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით საქართველოს საელჩოებმა მოამარაგეს.