logo
ENG



საქართველოს საელჩოები დიპლომატიურ უწყებებში 26 მაისის საზეიმო მიღებებს აუქმებენ

17 მაი 202412:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საელჩოები დიპლომატიურ უწყებებში 26 მაისის საზეიმო მიღებებს აუქმებენ.

ფორმულამ გაარკვია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობები დაპატიჟებულ სტუმრებს აფრთხილებენ, რომ აღარ გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები.

ფორმულამ მოიპოვა ამ შინაარსის ელექტრონული შეტყობინებები.

მეილში საქართველოს საელჩო ესტონეთში, ბულგარეთში, ბელგიაში, ჩეხეთში და საკონსულო სან-ფრანცისკოში სტუმრებს აფრთხილებს, რომ მიღება აღარ გაიმართება.

 

close დახურვა