კორონავირუსის პიკის მოლოდინში საქართველოს მთავრობა დახმარებას ნატოს სთხოვს. კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს ხელისუფლება წერილს უგზავნის. თხოვნის დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე, რომელსაც ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში პარტნიორებისგან ელის.
საქართველოს მთავრობა ნატოსგან ითხოვს: 100 საველე ბანაკს, 100 სამედიცინო ბანაკს, 2500 საწოლს, 190 ათას დამცავ ნიღაბს, 26 ათასი რესპირატორს და 20 500 ერთჯერად დამცავ ბიოკომბინიზონს. აღჭურვილობის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის არის გათვალისწინებული. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. ჩამონათვალში ასევე შედის: 7500 ხელთათმანები, 7500 სამედიცინო პირბადე, 100 მავთუხლართის კოჭი, 100 მეგაფონი, 100 პროექტორი, 200 ამკრძალავი ნიშანი, 1200 გზის გადასაკეტი ბარიერი, 200 ლაზერული ინფრაწითელი თერომეტრი - 200 ელექტროთერმომეტრი.
დოკუმენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციასი განცხადება არ გაუკეთებიათ.
აღნიშნულ დოკუმენტს გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სანამ მსგავსი დოკუმენტები გასაჯაროვდება სახემწიფომ ახსნა განმარტება უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ქვეყანაში არ შეიქმნას პანიკა.
„ამას არ უნდა ვიგებდეთ მოულოდნელად, კარგი არის რომ მთავრობამ წინსწრებად გააკეთოს ამის შესახებ განმარტება და შეამზადოს საზოგადოება, რომ ამან არ გამოიწვიოს ზედმეტი შფოთვა, რატომ კეთდება და ხო არ ველოდებით უარეს შედეგს. თუ მთავრობა აპირებს, რომ იმ სტრატეგიით იაროს რაც უკავშირდება ცხელების ცენტრების მოწყობას შესაძლებელია ეს ინვენტარი ძირითადად ცხელების ცენტრებმა გამოიყენონ“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.