logo
ENG



საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვები ფაიზერის ვაქცინით აცრას შეძლებენ

09 ნოე 202112:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/09/31o1z8kfo1tw53b.png

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვები ფაიზერის ვაქცინით აცრას შეძლებენ. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო. 

როგორც საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბავშვების ვაქცინაციის პროცესში აუცილებელია მშობლის თანხმობა. 

"რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში.  12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და ფაიზერით აიცრან", - თქვა გაბუნიამ.

საქართველოში ვაქცინაცია სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. აქამდე, ფაიზერით ვაქცინაცია 16 წლიდან იყო შესაძლებელი, ჩინური წარმოების ვაქცინებით კი - 16 წლიდან.

9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33,4%.


close დახურვა