logo
ENG



საქართველოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება იგეგმება

13 მაი 202119:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/13/x5taviybg9ip708.jpg

საქართველოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება იგეგმება.

თავდაცვის მინისტრის ჯუამშერ ბურჭულაძის თქმით, იარაღის წარმოება ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან დაიწყება. 

"ინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც  M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს. ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი", - ამბობს თავდაცვის მინისტრი. 


close დახურვა