საქართველოში დაგვიანებით იწყება ბავშვების ვაქცინაცია. პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებს აცრიან. რეკომენდაციით საბჭოს უკვე მიმართეს. რაც შეეხება ბავშვთა საყოველთაო აცრას - ექიმების ნაწილი პროცესის დაწყებას ითხოვს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.
ფაიზერი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 1500 ბავშვზე ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ვაქცინა 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვისაც უსაფრთხო და ეფექტიანია.