15 იანვრის მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 41.4%-ს შეადგენს. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჯამში 2 603 603 აცრაა ჩატარებული. ბოლო 24 საათში კი 5 631 ადამიანი აიცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 18 წელს გადაცილებულთა 45.5% - 1 306 788 ადამიანი.
15 იანვრის მონაცემებით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 105 552 ადამიანს აქვს გაკეთებული.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 14 425 ადამიანი ემსხვერპლა.
***
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე.