საქართველოში კორეული წარმოების ტესტები ჩამოიტანეს. 20 ათასი ერთეული ე.წ. PCR ტესტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტესტების შეძენა კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხერხდა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ კორეის რესპუბლიკიდან მიიღო 20 ცალი PCR ტესტი. აღნიშნული ტესტები არის ოქროს სტანდარტის და გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ტესტების მიღებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კორეაში ჩვენმა საელჩომ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.