საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და შესაბამისად, გახდა 864. აქტიური შემთხვევების რიცხვი ამ დროისთვის 161-ს შეადგენს. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 252 პირი, გარდაცვლილია 14 ადამიანი.