logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით 153 მედპერსონალი გარდაიცვალა

09 აგვ 202211:42
3 წუთის საკითხავი
clock 1178
საქართველოში კორონავირუსით 153 მედპერსონალი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. 

მათი 0.4% ქალია, 1.4% - კაცი. 

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) თბილისში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა. 

NCDC-ის ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა.

გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.


close დახურვა