logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა

10 აპრ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
xbq90vgbxwur4ds.jpg

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

227-დან გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 3 პირი. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829 პირი, 410 მოქალაქე კი სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. გარდა ამისა, მათ სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში, გარეთ არ გავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იმოქმედებეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

close დახურვა