კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 -ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 70 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, STOPCOV.GE-ზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 70 შემთხევვა ფიქსირდება, რომელთაგან 2 ავსტრიის მოქალქე იყო და ისინი სპეცრეისით უკვე გაემგზავრნენ საკუთარ სამშობლოში. 9 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანატინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.