logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 66

08 ოქტ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 66

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, სამივე პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ვირუსით 66 ადამიანია დაღუპული.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 


close დახურვა