logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა

08 მაი 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 

გარდაცვლილი 45 წლის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი საუნივერისტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

"პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",-აღნიშნულია ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეის მონაცემებით ქვეყანაში 623 კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი უკვე 288-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დრომდე რჩება 4702, ხოლო სტაციონარში მეთავლყურეობის ქვეშ 459 მოქალაქე.




close დახურვა