საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლის კაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკაში 23 სექტემბერს შეიყვანა, მას აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
მეორე გარდაცვლილი კი 65 წლის ქალია, რომელსაც აღენიშნებოდა პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, კომა.
დღეს, 5 ოქტომბერს კორორნავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა.