საქართველოში კორონავირუსის 1 792 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.92%.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან დედაქალაქსა და რეგიონებში განაწილება ასეთია:
- თბილისი- 1 030
- აჭარა - 164
- იმერეთი - 96
- ქვემო ქართლი - 75
- შიდა ქართლი - 85
- გურია - 55
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163
- კახეთი - 63
- მცხეთა-მთიანეთი - 33
- სამცხე-ჯავახეთი - 23
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5