logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

03 თებ 202013:20
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე დაკვირვება სამ პაციენტზე მიმდინარეობს და ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

„საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე სამი ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ჩინეთში 17 ათასზე მეტი ინფიცირებულია, დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა, 475 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ჩვენ ვრჩებით დაბალი რისკის ქვეყნების ჯგუფში. ხვალიდან ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში, რაც საჭიროა დიაგნოსტირებისთვის​“, - აღნიშნა გამყრელიძემ.


close დახურვა