logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის

29 ივლ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 
7x5fbkbrzt7z5qy.jpeg

საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა და მასში 11 ივლისის მდგომარეობით არსებული მონაცემებია ასახული.

უფრო კონკრეტულად, 11 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხული 980 შემთხვევიდან 272 (27.7%) იმპორტირებული იყო. აქედან 46,6% (127) რუსეთზე მოდის, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) და 7.7% (21), შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთიდან დაბრუნება სახმელეთო საზღვრით შეუძლიათ. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 1 155 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 929 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 16 კი - გარდაიცვალა.


close დახურვა