logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის რაოდენობა 5-ით, 728-მდე გაიზარდა

23 მაი 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 728 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას თქმით, მათი რიცხვი 509-მდე გაიზარდა.

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კროონავირუსული ინფექციით 34 პაციენტი იმყოფება, მათგან კრიტიკული 3 პაციენტია.

„გუშინ გვყავდა 723 დადასტურებული შემთხვევა. 5 შეგვემატა დღეისთვის და გვყავს 728. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა. იყო 495, ახლა გვყავს 509 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ 19-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით ჭარბობს მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას. 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე არსებულ დაავადებულებთან კონტაქტია, 2 არის საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი. ჩემთვის როგორც ცნობილი, ა კრიტიკული არცერთი არ არის. ჩვენთან 5 ახალი შემთხვევიდან არცერთი პაციენტი არ შემოსულა. ჩვენთან იყო 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა გაეწერა და ახლა გვყავს 34 დადასტურებული პაციენტი. გუშიდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არცერთი არ დადასტურდა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა წარმოებს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ 3 მძიმე ავადმყოფი, კრიტიკული უკვე არცერთი აღარ არის, მაგრამ კვლავ პროგრესულად მძიმე რჩებიან, არსებული მძიმე პნევმინიის და გარკვეული სინდრომული მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა