logo
ENG



საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

26 მარ 202021:35
3 წუთის საკითხავი
 
g80dvyv0ksmh6fh.jpg

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოროანვირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახლა კლინიკაში ვირუსით დაინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 11 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.   


close დახურვა