logo
ENG



საქართველოში კორონავირუსისგან მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

11 მაი 202013:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კოროანვირუსისგან მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იყო. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. გარდაცვლილი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით უკვე 638 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან, 317 გამოჯანმრთლდა, ხოლო 11 გარდაიცვალა. 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

close დახურვა