logo
ENG



საქართველოში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა ჩამოვიდა

02 ივლ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/02/9xzf4ctq1zr717u.jpg

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მილიონი დოზა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინა შემოვიდა.

როგორც ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათიდან მასობრივი იმუნიზაციის პროცესი დაიწყება.

მისივე თქმით, უახლოეს კვირებში შემოვა კიდევ დამატებითი ერთი მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა.

"დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, სინოფარმი და სინოვაკის ვაქცინები. ჩვენ მზად ვართ, რომ ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი", - თქვა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, ღარიბაშვილის თქმით, ის ივლისიდან ეტაპობრივად შემოვა. 

"ფაიზერთან ჩვენი წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას. კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის თაობაზე. ფაიზერიც უკვე ივლისიდან ეტაპობრივად დაიწყებს მილიონი დოზის მოწოდებას. ჯამში ველოდებით, რომ წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 2 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.

 

 


close დახურვა